Monday, December 5, 2016

                ქართული   ღვინის   გზა  
                                            ,, ვაზო შვილივით ნაზარდო,                                                                                                             მოვკვდები მე შენს ძირშია,
                                                                                          შენით ვარ მხნე და გულადი
                                                                                            იმედო გასაჭირშია...              
                                                                                                                    ხალხური                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   
                                                     
       ჩვენი ქვეყნის ხელშემწყობი ბუნებრივი პირობები და ვაზის ჯიშთა სიუხვე სრულ შესაძლებლობას იძლევა მევენახეობის და ხარისხიანი  მეღვიანობის   ფართოდ გავითარებისათვის.
      ღვინო ყურძნის პროდუქციის ერთ-ერთ ძირითად და ძვირფას სახეობას წარმოადგეს.
      ადამიანის ორგანიზმის მიერ ნორმალური  რაოდენობით მიღებული ღვინო სასარგებლოა: იგი  ორგანიზმს ანიჭებს სიხალისეს, მხნეობას, გამძლეობას და სტიმულს აძლევს შემდგომი მუშაობისთვის.
      ჩვენს ქვეყანაში, ვაზის კულტურა დაკავშირებულია ქართველი ერის ისტორიასთან.  საქართველოში, მევენახეობის დასაწყისი შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.
      უდავოდ უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ადამიანი პირველ ხანებში ველურ ვაზის ნაყოფს გამოიყენებდა. საქართველო მდიდარია აბორიგენული ასორტიმენტით. საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშის ვაზი ხარობს.
     სამართლიანად აღნიშნავს დიდი  ქართველი მეცნიერი ივ. ჯავახიშვილი, რომ „მევენახეობა ძველ საქართველოში უაღრესად განვითარებული ყოფილა, რადგან ისეთი მაღალ ხარისხოვანი ყურძენი შეიქმნა, როგორც საფერავი, რქაწითელი და სხვა ჯიშებია.“ ქართველ მევენახეებს, მხოლოდ ხანგლძლივი, შეგნებული, გეგმაშეწონილი და მზრუნველობით შეეძლო.
   ქართველი ხალხის ეკომონიკური ძლიერების განმტკიცებაში ვაზი და მისი პროდუქტი დიდ როლს ასრულებდა. ამის დასამტკიცებლად აკადემიკოს ი. ჯავახიშვილლის მოაქვს მეტად საინტერისო ფაქტი: „მევენახეობა-მეღვინეობას ძველ საქართველოს ვაჭრობაშიც ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და ქართული ღვინო უძველესი დროიდან საექსპორტო საგანს შეადგენდა.“ იქვე მოხსენიებულია „საქართველოსათვის მევენეხეობა-მეღვინეობის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა კარგად ესმოდა მის მეზობელ მტრებს, სწორედ ამით აიხსნება, რომ მე-14 საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასმა საქართველოს დასაუძლურებლად თავიანთ ლაშქარს ვენახების გაკაფვა -ამოგდება უბრძანა.
   ფრანგი მოგზაურის შარდენის გადმოცემით ირკვევა, რომ უძველეს დროში საქართველოდან უხვად გაჰქონდათ  ღვინო სომხეთში და სპარსეთის სატახტო ქალაქ ისპახანში-მეფეთა სასმელად.მისივე გადმოცემით არსად არ სვამდნენ იმდენი რაოდენობით და მაღალი ღირსების ღვინოებს, როგორც საქართველოში.
   ამგვარად, საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული მასალების საფუძველზე საქართველო       მიჩეულია კულტურული მევენახეობის ერთ-ერთ ძირითად სამშობლოდ.
    საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით, ქვეყნის ტერიტორია იყოფა ზონებად და მაკროზონებად.
    კახეთი ქართული მერვინეობის უმთავრესი რეგიონია. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700მეტრ სიმაღლეზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე, საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 14 კახეთში იწარმოება:
წინანდალი - თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.
გურჯაანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატითა და განვითარებული ბუკეტით. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.
ვაზისუბანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით. მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისგან, ტკბილის სრული დადუღებით.
მანავი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით. მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება.
კარდენახი - თეთრი შემაგრებული ღვინო. ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით. მზადდება რქაწითელის, ხიხვისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის დურდოზე დაყოვნებით და მისგან მიღებული მადუღარი ტკბილის დასპირტვით. 
ტიბაანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი ქარვისფრით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებითა და ქიშმიშის ტონებით. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დურდოზე სრული დადუღებით კახური ტრადიციული მეთოდით.
ნაფარეული - თეთრი მშრალი და წითელი მშრალი ღვინოები. თეთრ ღვინოს რქაწითელისგან აყენებენ. ღვინო დგება ღია ჩალისფერი, კარგად გამოხატული ბუკეტითა და მინდვრის ყვავილების ტონებით. წითელ ღვინოს აყენებენ საფერავისგან და გამოირჩევა მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და განვითარებული ბუკეტით.
კახეთი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლარტით, ხავერდოვნებითა და ჰარმონიულობით. მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან, დურდოზე სრული დადუღებით.
კოტეხი - თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები. თეთრი ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ტკბილის სრული დადუღებით და ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი. წითელი ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით და ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი. მევენახეობის სპეციფიკური ზონა მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე.
ქინძმარაული - წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.
ახაშენი - წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. მზადდება საფერავისგან.
ყვარელი - წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.
მუკუზანი - წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე სრული, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი. გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატითა და ბუკეტით, მაღალექსტრაქტული. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან. 
თელიანი _ წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით. მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.
             კახეთში-საქართველოს მევენახეობის კლასიკურ მხარეში-დღეისათვის დაითველება სამოცდაათამდე ყურძნის სახეობა. მათ შორის მთავარია:რქაწითელი, საფერავი,მწვანე კახური,ქისი, ხიხვი, ბუდეშაური წითელი,კახური მცვივანა, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი, თავკვერი,იყალთოს წითელი და სხვა.  
    კახელი მევენახე ასე გვიხასიათებს ამ ჯიშებს:
                                     თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები                                                                                                      
რქაწითელის რქა წითელია, „მოწითალო-მოწაბლო“, ფოთოლი მწვანე აქვს დამრგვალი,-ნაკლებად შეჭრილ-შემოჭრილი. რქაწითელმა „სწორედ იცის წასვლა, მაღლა, ჭიგოს აჰყვება პწკალითა და ზედ შეეხვევა“. რქაწითელმა საფერავისგან განსხვავებით, თხლად იცის გამოტანა, მაგრამ ნაყოფს მსხვილს იძლევა. მტევანი გრძელია და კუმსი. რქაწითელი მრავალი ღირსებით  დაუჯილდოვებია ბუნებას.ნაირგვარი ჰავისა და ნიადაგს შეგუებული ეს ვაზი კახეთში თითქმის ყველგან ჩინებულ ღვინოს იძლევა. რქაწითელი-ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები და ღვინის ბრენდები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-8,0გ/ლ-ს. რქაწითელი გამოიყენება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“.
         მწვანეს რქაც, ფოთოლიც და ყურძენიც მწვანე აქვს. ვაზის ფოთოლი შედარებით პატარა, ბუსუსიანი და დაკუწული, თითებივით დაყოფილია. მტევნის სიდიდის მხრივ მწვანე რქაწითელს ვერ შეედრება, მაგრამ თუ ნოყიერ ადგილზე მოხვდა, კარგ მტევანს გამოიტანს. მევენახის სიტყვით, მწვანე სამნაირი ჯიშისაა:ერთი ჯიშის მწვანე თხელსა და მტევანს იძლევა. ეს ყურძენი მრგვალმარცვალაა და ბუდეშურივით კნატუნა. „შორიდან რომ შეხედო, ბუდეშური გეგინება“. შეხედულებით ყვითელია და დაჭორფლილი. ეს ყვითელი მწვანეა. მეორენაირი მწვანე უფრო მოზრდილ მტევნებს ისხამს. საფერავივით ბორჯღიანია და მოკლე მისი მტევანი, მესამე ნაირად მწვანე თავისი გრძელი მტევნით რქაწითელს ჩამოგავს.მწვანე კახური -მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დამზადებული ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურ ალკოჰოლიანი, მაღალჰარმონიული და ხალისიანი, ხილის მდიდარი ტონებით. კახური წესით დამზადებული ღვინო კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, რომელსაც სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-7,8 გ/ლ-ს. მწვანე კახური გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „მანავი“, „წინანდალი“,„კარდენახი“, „კახეთი“ და „ვაზისუბანი“. დღეს კახეთში კახეთის ვენახებში ნაკლებად ვხედავთ სათუთსა და განსაკუთრებულ ზრუნვასჩვეულ მწვანეს. ამ ვაზს სოკოვანი დაავადებებიც ადვილად ერევა. გასულ საუკუნეში კახეთის თეთრ ღვინოებს შორის ყველაზე მეტად ფასობდა მანავის მწვანე:ძალზე მაგარი, უჩვეულო სინაზისა და სურნელების ღვინო. მას ქებით იხსენიებს ვახუშტიც, „მანაური“ ძველთაგან კახეთის მეფეთა სუფრას ამშვენებდა. 
      ჯაანურა ანუ ხიხვი ფოთლებისა და რქის ფერით მწვანეს მიაგავს. ოღონდ,მწვანესგან განსხვავებით, მისი ფოთლო პატარაა და ნაკლებად დაკუწული. ხიხვის მტევანი, საფერავისმტევნის მსგავსად,თხელია. ყურძენი მოთეთრო-მომწვანო ფერისაა, მარცვლაი-თხელქერქისაა და წყლიანი. ხიხვი ადრე მწიფდება, დროზე თუ არ დაკრიფება დალპება. ჯაანურა ადვილად ავადდება და სათუთ მოვლას საჭიროებს.ხიხვი მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძშრითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5 გ/ლ-ს. ხიხვისგან რქაწითელსა და კახურ მწვანესთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდენახი“.
     ქისისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს.
     კახური მცვივანი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში იყო კახეთში, მაგრამ ფილოქსერას გავრცელების შემდეგ მისმა  ნარგავებმა მკვეთრად იკლო. დღესდღეობით, პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ჯიშისადმი ინტერესი კვლავ იზრდება და ახლიდან დაიწყო გაშენება კახეთში. კახური მცვივანისაგან დგება მაღალი ხარისხის კახური ტიპის ღვინო.მცვივანა თხელმარცვლიანი ყურძენია.
                                          თეთრყურძნიანი სასუფრე ჯიშები
          თითას მსხვილი,მოყვითალო რქა აქვს. მისი მარცვალიც მსხვილია და გრძელ, „როგორც ძუძუვაშლა“.
          ხარისთვალა საჭმელი ყურძენია, ბრტყელფოთოლა და მსხვილმარცვლიანი, მარცვლის სიდიდით ყველა ჯიშს სჭარბობს.
          საკმლის ყურძენს საკმლისებური სურნელება ახასიათებს. ადრეული ყურძენია, თუ დროზე ადრე არ  დაიკრიფება, დალპება.
          უწიპწო ყურძენი ბუდეშურის მსგავსია, სხვა ჯიშის ყურძენთა შორის ძალზე დიდი და ბორჯღიანი მტევნით გამოირჩევა.
      რქაწითელი მუსკატური - ქართული სელექციური ვაზის ჯიშია, გამოყვანილია მე-20 საუკუნეში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი). მშობელ წყვილად გამოყენებულია ჯიშები: რქაწითელი და ალექსანდრიული მუსკატი. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებისათვის. ჯიში საღვინე-სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება ყურძნის გარეგნული სილამაზითა და შაქარ-მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. მუსკატური რქაწითელის ღვინო მაღალხარისხიანია, შინაარსით მდიდარი, მოჩალისფროა, მოყვითალო ელფერით, ნაზი, მკვეთრად გამოსახული მუსკატური გემოთი. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-7,3 გ/ლ-ს.

                               წითელყურძნიან ვაზთა ჯიშები
საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“. 
საფერავი ბუდეშურისებური - სახელწოდებით „საფერავი-ბუდეშური“ იგი პირველად აღწერილია ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის მიერ და განსხვავდება ჩვეულებრივი საფერავისაგან ძირითადად მოგრძო ბუდეშურისმაგვარი მარცვლებით და შედარებით უფრო ნაადრევი სიმწიფით. საფერავი ბუდეშურისებურის ღვინოს აქვს ინტენსიური ფერი და უფრო მცირე სხეული, ვიდრე ჩვეულებრივ საფერავს. 
კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით. კაბერნე სოვინიონისგან დამზადებული სუფრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული, ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობითა და შინაარსით. ჯიში საშუალოზე გვიანი სიმწიფის პერიოდისაა. ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,0-9,0გ/ლ-ს. კაბერნე სოვინიონისგან საქართველოში მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე¬ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი. 
თავკვერი - თავკვერი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გავრცელებულია, ძირითადად, ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. თავკვერისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების წითელი ან ვარდისფერი ღვინოები ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა თავკვერისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინო. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - თავისი გავრცელების ძირითად ზონაში (გორის რაიონი) ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. თავკვერის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
                            წითელყურძნიანი სასუფრე ჯიშები
 წითელი (სინ.: შავი ბუდეშური, თამარეული) _ ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. მორფოლოგიური ნიშნებითა და ბიოლოგიური თავისებურებით ალაზნის კერის ტიპური წარმომადგენელია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, კახეთის რაიონებში. ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით. ბუდეშური წითელის მტევანი საშუალო ზომისაა, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე უფრო მსხვილია, ოვალური ან მოგრძო ფორმის, თხელკანიანია, საკმაოდ წვნიანი _ ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. თხელკანიანობის გამო არ ინახება და დაბალტრანსპორტაბელურია. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა _ სრულ სიმწიფეში 10-15 სექტემბერს შედის. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 15,5-16,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 5,5-6,0გ/ლ-ს.                        
        ქართული ვაზ-ყურძნის ჯიშების დიდი უმრავლესობა საღვინედაა განკუთვნილი. ზოგი მათგანი განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა... ამ რჩეული ჯიშების ღვინოებმა საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი.
          დაჭორფლილი რქაწითელი და ლურჯი საფერავი! ალაზნის ველისა და ცივ-გომბორის ველზეა. ამ ორმა მკვიდრმა ყველაზე მეტად ასახელა ქართული ღვინოები. რქაწითელი მსოფლიოს თეთრყურძნიანი ვაზების რჩეულს ამშვენებს, საფერავი კი წითელყურძნიან ჯიშებს ეცილება პირველობას.
       „კეთილშობილი კახური საფერავი“ უკვე გასულ საუკუნეში გაიცნეს დასავლეთ ევროპაში. ევროპელები ამპელოგრაფები საგანგებოდ სწავლობდნენ ამ ჯიშს და მას პირველობა მიანიჭეს მსოფლიოს წითელყურძნიან ვაზებს შორის. „ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ჯიშს ჯობია“,-ასკვნიდა ერთ-ერთი ავტორიტეტი.      
      ტრადიციულ კახურ ღვინოს ტექნოლოგიას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. მე კი მინდა მოგახსენოთ საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ღვინის  გზის შესახებ.  
   
         საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. რთველი კახელი გლეხის ოჯახის დღესასწაულია. გლეხი ამ დროს იღებს მთელი წლის ნაშრომს, რომელიც უნდა გაინაწილოს მან მთელი წლის განმავლობაში, რომელიც ისევ მის ნაშვილებ ვენახს უნდა მოახმაროს. კახელ გლეხებს სიდუხჭირეში უწევს ცხოვრება, ვინაიდან, მას მთელი წლის განმავლობაში სხვა შემოსავალი არ გააჩნია.მიუხედავად ამისა , მოსახლეობა რთვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილით ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას, ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლოლური სიმღერები სდევს  თან.       
      ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა, გოდორი გამოიყენება.
    რთველში მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ, სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთვლის დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ. მთელი დღის შრომის შემდეგ ტრადიციისამებრ, ცვრიანი მწვადი აშიშხინდება.
    რთვლამდე ერთი-ორი კვირით ადრე ქვევრების რეცხვას შეუდგებიან.ქვევრის კედლები გრძელ ტარიანი სარცხით ირეცხება. ზემოდან ქვევით იქნევს სარცხს და თან ყოველ დაქნევაზე ქვევრის ძირში ჩასხმულ, აყენებულ წყალში ამოავლებს თავით. გახეხავს ქვევრის კედლებს და, ასე სამჯერ შემოუვლის, შემდეგ ქვევრს წყალი გამოეცვლება. ჭურჭლიდან წყლის ამოსაქცევად მარტივი, მაგრამ გონებამახვილური ხელსაწყო-ხაპირი ანუ ორხელი იხმარება.წყლის გამოცვლის შემდეგ, კვლავ შემოუვლის ქვევრის კედლებს ხეხვა -ხეხვით, როცა ქვევრი საკმარისად გაირეცხება, ჭურჭლის კედლებსაც შეეტყობა და ჩასხმული წყალიც დაწმინდავდება. წყალს ამოაქცევს და გრძელ ტარზე დახვეული ტილოთი ამოამშრალებს.
  დიდ ქვევრებში ფეხშიშველი ჩადის მრეცხავი. მას კრაზნით ხეხავს. ამ საქმეს მთელი დღე სჭირდება. 
    სართვლოდ საწნახელიც ირეცხება, გასუფთავდება და გამზადდება ყურძნის დასაწურად. 
   რთველში დაკრეფილი ყურძენი  კახეთის მარნებში უმეტესწილად ფაბრიკული საწურავი მანქანებით იწურება. მხოლოდ ზოგ მარანში ვნახავთ მამაპაპური საწნახელით ყურძნის წურვას.
   გაივსება მწიფე ყურძნით საწნახელი და მწურავი იბანს ფეხებს. ტრადიციულად ყურძნის წურვა მამაკაცის საქმეა. ფეხშიშველი მუხლებამდე შარვალ-აკეცილი მწურავი დგება ყურძნით თავმობმულ საწნახელში და სიმღერის თანხლებით წურავს ყურძენს.
საწნახელის ძირში დატანებული ხის ან თიხის მილიდან ინდურიდან, ჯერ მღვრიე და ძალზე თხელი წვენი "წინწანაქარი" გადმოდგაფუნდება. მას რაკრაკა და წმინდა შუაწვენი მოჰყვება, ბოლოს კი სქელი "უკანაწვენი" ანუ "გამონაქაჯი" წამოვა.
            დაწურული ყურძნის წვენი, ტკბილი მოედინება ინდურის ქვეშ შედგმულ ცაცხვის ღარზე, რომლის თავი ქვევრის პირამდეა გადგმული.
            ქვევრს გაავსებენ დაწურული ტკბილით ბეჭებამდე, იმ ვარაუდით, რომ ჭაჭის "დედი", მიცემის შემდეგ პირამდე ერთი-ორი მტკავეკლი დააკლდეს,ამრიგად სადუღზე დაყენებულ ქვევრში ღვინო "დუღილში არ დაიღვრება".
ტკბილს ქვევრში ჭაჭა მთლიანად დაეყრება "თავის ნაწურს თავისი ჭაჭა მიეცემა" და მთლიანად ჭაჭაზე დადუღდება. სწორედ ამიტომაა ასე ფერიანი, სქელი და მაგარი კახური ღვინო. 
            ზოგი ქვევრი თავდახურული იდუღებს, ჭურჭელს "საქარე" აქ დატოვებული: მხრებში ჯვარედინად ჯოხები "ხიდები" აქვს გადებული, რომ ჭაჭამ დუღილში ძალზე არ ამოიწიოს და ღვინო არ გადმოიღვაროს. 
           ქვევრში ტკბილი სამი-ოთხი დღე მაგრად დუღს, ერთი გახურება-გახურდება, ჩახჩახებს მერე დაშოშმინდება და ერთ კვირამდე ჩუჩუნებს, ჩუჩუნებს და გაცივდება, დადგება. "ხშირი დასახედია დუღილში" ქვევრები. დღეში ორჯერ მაინც ურევენ ქვევრს გრძელ ტარიანი დასარევით, რომელსაც ბოლოზე ჯვარედინად ჩხირები აქვს გაყრილი, რომ ჭაჭა წაიღოს ძირს.
            ქვევრის პირზე ქუდივით შეკრულ ჭაჭას დასარევით გატეხავენ და მაგრად დაურევენ.  დაბლა ჩაბრუნებული ჭაჭა ფერს უკეთესს გამოსცემს, არც ღვინო დამჟავდება.
        მიილია რთვლობა კახეთში.  ღვინობისთვე ეწვია კახეთს. გლეხკაცის მთავარი საზრუნავი ახლა ღვინოა.
          მეურნე მარნებში კვლავ ქვევრებს დასტრიალებს. თანდათან ნელდება დუღილი. დაწურვიდან მეცხრე-მეთერთმეტე დღეზე დაშიოშმინდება ქვევრეში მაჭარი. დაურევენ ქვევრებს, სარევით ჩატეხავენ ჭურჭლის პირზე მომდგარ ჭაჭას და ძირისკენ დააბრუნებენ.
            რამდენიმე დღეში გადაიღებენ ღვინოს. გადაღებამდე ქვევრები დაირეცება, საგუდაგულოდ დაიხეხება გრძელ ტარიანი საცხით თუ კრაზანის კონებით. აუჩქარებლად ამოიღებს მეურნე ქვევრიდან ღვინოს, რომ მის ძირში თხლე არ აიმღვრეს და გადაღბულ ღვინოს თან არ შეჰყვეს.




            ღვინის გადაღება სხვადასხვა ზომის ჭურჭელში ხდება. ბოლოს თვითონ მოუხდება მეღვინეს ქვევრში ჩაჯდომა. ქვევრის ძირში ფილს გააკეთებს:  ჭაჭას ამოანგრევს, ამოღრუტნის ქვევრის კედლებს შემოაყრის, ძირს გამოუჩენს და ცალყურით, ჯამით ამოსწურავს სანაქებო მაგარ ფილის ღვინოს.

ღვინის გადაღების შემდეგ ქვევრს გაწყობილი საფარებელი სჭირდება. ქვევრის პირზე ვაზის ფოთოლს აფენენ, ზედ ქვის სარქველს ადებენ, მას კი ზემოდან მიწას აყრიან და ტკეპნიან.
            ერთი გადაღება როდია საკმარისი ღვინისთვის? წლამდე დატოვებულ ღვინოს ოთხ-ხუთჯერ სჭირდება გადაღება. ღვინოს მეორედ ერთი თვის შემდეგ გადაიღებენ, მესამე გადაღება გაზაფხულის პირზეა, ერთი გადაღება ზაფხულშიც დასჭირდება. რაც ჩქარ-ჩქარა გადაიღებენ უკეთესია, ღვინო რომ იღლება, უფრო კარგად გამოდის.
ტრადიციისამებრ, საპატიო სტუმარს ძველი ღვინით უმასპინძლდებიან. ძველი ღვინო უფრო სასიამოვნო დასალევია, მარგებელიც და ყუათიანიც.

            ძველ ღვინოდ წელ გამოვლილი ღვინო ითვლება. ძველ ღვინოს მეორე-მესამე წელს ერთი-ორჯერ ახალ ქვევრებში გადაღება გადაწმინდავება სჭირდება. შემდეგ კი ხელუხლებელი რჩება წლების მანძილზე.
            ქართველი მეურნის სიტყვით ღვინო მალალი შესანახია.
            „ღვინოს უთქვამს-მომიარე და მეც მოგივლიო. მხოლოდ გულმოდგინე და წესიერი მოვლით დგება უსადო და საღი ღვინო.
            დიდი უპირატესობა გააჩნია ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოს.
       ხალხს ღვინო წმინდა სასმელად წარმოედგინა. ღვინო ჭმინდა სასმელი საგვარეულო შესაწირავიც იყო. შესაწირავ ღვინოს-ზედაშეს საგანგებო ქვევრებში ინახავდნენ. საზედაშე ქვევრები ზოგჯერ მარნებში აქონდათ, ხშირად ცალკე იყო ხის ნაგებობაში. 
            ასე, მაგალითად, კახეთში, საზედაშე ქვევრებს ნახავთ ეზოში, ვენახში. ზედაშეს სალოცავის მნიშვნელობა ენიჭება.       ქვევრის ტრადიციული კახური ღვინო მდიდარია სიცოცხლის ხის, ვაზის ნაყოფის შემადგენელი ორგანული და არაორგანული ნაერთებით. რაც ესოდენ საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის, ვინაიდან ის დაყენებულია ყურძნის მაგარ ნაწილებზე. სწორედ ამით გამოიხატება ქვევრის ტრადიციული ღვინის უპირატესობა უჭაჭოდ დაყენებულ ევროპულ ღვინოსთან შედარებით. 
            ყურძნის მაგარი ნაწილები, განსაკუთრებით კი ყურძნის წიპწა და კლერტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ კახური ღვინის მაღალ ანტიოქსიდანტურ მაჩვენებელს. ქვევრის კახური ღვინო მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის აქროლადი და არა აქროლადი, არომატწარმომქმნელი ნაერთებით, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ღვინის განსაკუთრებულ კვებით, დიეტურ და სამკურნალო თვისებებს.
            ღვინის სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია მეცნიერულად და საერთაშორისო სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ის, ვინც ყოველდღიურად 200-300მლ, ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე პრინციპული არამსმელები ან ლოთები.
            ღვინით მკურნალობის მეთოდს ისტორიულად ღრმა ფესვები აქვს საქართველოშიც.   მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერსპეციალისტთა აზრით მევენახეობამეღვინეობა საქართველოში უკვე 8000 წელია რაც არსებობს.               
           სამკურნალოგამაჯანსაღებელი ეფექტი     განპირობებულია     მასში   შემავალი           სამკურნალო             თვისებების მქონე კომპონენტებით (800-ზე მეტი კომპონენტი). ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკრო ელემენტებით.
              ღვინის სამკურნალო თვისებები ვრცელდება გულსისხლძარღვთა სისტემაზე,   აქვს ანტიოქსიდანტური, ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანტისტრესულუ და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.  სამკურნალო თვისებებით განსაკუთრებულად გამოირ-ჩევა საფერავის ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ღვინო. ქალბატონებისათვის        სასურველია200-250მლ..ხოლო მამაკაცებისათვის 250-300მმ   ღვინის   მიღება ყოველდღიურად.      
   ეფექტის მისაღებად საჭიროა მისი რეგულარულად მიღება და ამ წესების დაცვის შემთხვევაში ღვინო ჯანმრთელი ადამიანისათვის ავადმყოფობისაგან თავდაცვის, ხოლო ავადმყოფთათვის- გამოჯამრთელების  წყაროდ მოგვევლინება.“ (დოქტორი გუაზი)
             ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კახური ღვინო მაღალ გრადუსიანია (13,5 15 მიც). ამდენად მის შესმას ცოდნა, გამოცდილება სჭირდება.  

                      ღვინომ კი არ უნდა დაგვათროს, არამედ მოგვალხინოს.
   

   ქართული ღვინო არა მარტო ქართველ კაცს „ალხენს“ ,არამედ მთელ მსოფლიოს უმშვენებს გვერდს.
    ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.
    წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი მატება შენარჩუნდა წლის ბოლომდე ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%- მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
    ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 3% (1 600 302 ბოთლი), რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ასევე, ლიტვა - 4% (658 666), ესტონეთი - 54% (506 124), ნიდერლანდები - 58% (51 432), საფრანგეთი - 190% (37 956), დანია - 100% (34 840) და სხვა.
      ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 31% (248 075), კანადა - 48% (157 836), იაპონია - 5% (138 290), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 79% (185 514), ისრაელში - 48% (35 820), კორეაში - 37% (24 054) და სხვა.
       ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177, ყაზახეთი - 5 195 949, უკრაინა - 3 412 453, ჩინეთი - 2 672 154 და პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი.

       ზემოთ მრავალჯერ მოვიხსენიე და არ გამიმახვილებია ყურადღება. ეხლა კი მინდა შეგახსენოთ, ცივ-გომბორის სამხრეთ- აღმოსავლეთ კალთებზე შეფენილი ჩემი  სოფლის და მისი სახელობის ღვინის წარმოების შესახებ.
       სოფელი ტიბაანი სიღნაღიდან 14კმ-ის მოშორებით ზღ. დონიდან 360მეტრზე მდებარეობს.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტიბაანიგეოგრაფიული მდებარეობამევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი ქიზიყში ალაზნის ველის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჩრდილო განედის 41035' და აღმოსავლეთ გრძედის 46000' კოორდინატებზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 350-დან 550 მეტრს უდრის. მოიცავს სოფლებს: ტიბაანი, ქვემო მაჩხაანისა და ძველი ანაგის ნაწილს.                კლიმატური პირობები ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, რომელიც ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; წლის განმავლობაში ნალექების ორჯერადი მინიმუმით.
მევენახეობის გავრცელების არეალში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40 უდრის, ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 24,20 , ხოლო  ყველაზე ცივი თვისა +1,00  უახლოვდება.
 მისი ნიადაგები,  სავენახე ფართობები განთავსებულია ცივგომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე. ემიჯნება ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა ტერასაზე ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ შლეიფებსა და ფერდობებს წარმოადგენს.
უკიდურეს სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილია შავმიწისებრი ნიადაგი, ხოლო ჩრდილო და დასავლეთ ნაწილში კი ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილის სისქით ასევე მექანიკური შედგენილობით და ხირხატიანობის მიხედვით.    
          "ტიბაანის სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 28 კმ2.
კლიმატური პირობები, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ვენახების განლაგება ცივ-გომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის დაბოლოებაზე, აბორიგენული ჯიში რქაწითელის უნიკალურობა, ქვევრებში ღვინის დაყენების უძველესი წესი განსაზღვრავს "ტიბაანის ღვინის ღირსებას.

ღვინო "ტიბაანი” - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დურდოს სრული დადუღებით.
    ღვინო "ტიბაანიხასიათდება მუქი ქარვისფერით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატურლი ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.
     სოფელ ტიბაანს და მის ღვინოს, როდესაც ვახსენებთ, აუცილებელია აღინიშნოს მის მეზობლად მდებარე „ხოხბის ცრემლების“ მარანი. კომპანიახოხბის ცრემლებიქართული კულტურისა და მემკვიდრეობის სიყვარულით შეიქმნა.

ხოხბის ცრემლებისყველა ღვინო დაყენებულია ქვევრში, უნიკალურ ქართულ ჭურჭელში, რომელიც ღვინის დასადუღებლად და შესანახად გამოიყენება. „ხოხბის ცრემლებისვენახები გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ქიზიყის მხარის ფერდობებზე, რომლებიც ალაზნის ველსა და კავკასიონის თოვლიან მთებს გადაჰყურებს.  ეს ტერიტორია სოფელ ტიბაანთან მდებარეობს, წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მე-6 საუკუნის მონასტრის უკან. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა, ზაფხულში მზე 14 საათზე მეტს ანათებს, საღამოები კი, ხეობიდან, გედიქის ხევი(ტიბაანში) მობერილი ნიავის წყალობით, გრილია. აქაური კირქვა ნიადაგი შეიცავს ცარცსა და ზედაპირზე - მუქ თიხას. ერთი მეტრის სიღრმეზე კი ხირხათი ქვიშნარია, რაც საუკეთესო საწრეტს ქმნის ვაზის ფესვთა სისტემისათვის. 
 "ხოხბის ცრემლებისსურვილია, შენაჩუნდეს ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც საქართველოში 8000 წელს ითვლის. სწორედ ამის გამოა, რომ საქართველო მევენახეობის სამშობლოდ ითვლება. მაღალხარისხოვანი ნიადაგისა და ვენახის საგულდაგულოდ მოვლის შედეგია ხარისხიანი ყურძნის მიღება, საიდანაც მათი ტრადიციული, ამასთან, მეტად დახვეწილი ღვინოები ზადდებ.ასევე ცდილობენ მოვიძიო ვაზის ენდემური ჯიშები და ბაზარზე გაიტანონ. „ხოხბის ცრემლების“ დიდ მოწონებას იმსახურებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. „ხოხბის ცრემლების“ ღვინო  მსოფლიოს 22 სხვადასხვა ქვეყანაში  გადის ექსპორტზე.
                   
         
                                                               მეღვინეობამარჯვე ხალხის ხელში შეიძლება                                                                           ერის კეთილდღეობის დაუშრეტელ წყაროდ იქცეს. 

                                                                                    ი.გოგებაშვილი         


გულს მომეკიდა რაღაც ზმანება,                   

 ნეტავ მეორედ არამც მენახოს,
ისევ აგჩეხეს მომხდურთ დანებმა
ჩაღმა ჩაყრილო ჩემო ვენახო,
 ქვევრებს ყელები შემოამტვრიეს,
მწყურვალედ დარჩა ჩემი ხელადა,
და გულში ბოღმა ვეღარ დავტიე,
რისხვად გავიჭერ მტრის წინ ხელადა.

                  . ვარშანიძე

No comments:

Post a Comment